ის ორი ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამნისტიას შეეხება, ბიუროს პირველივე სხდომაზე გავა, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ფიქრობენ, რომ ამნისტიის პროექტი საბოლოოდ კონსენსუსზე დაფუძნებული იქნება.
„ვხედავთ, რომ შეთანხმების დოკუმენტი ძალიან მკაფიო ჩანაწერს გვაძლევს, როგორც ამნისტიის მიზანზე, ასევე მის შინაარსზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში კონსენსუსზე დაფუძნებული ამნისტიის პროექტი გვექნება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.
imedinews.ge