ფინურმა კომპანია Nokia-მ iFixit-თან პარტნიორობით შექმნილი სმარტფონი წარმოადგინა. Nokia G22-ის შეკეთება სხვა სმარტფონებთან შედარებით უფრო ადვილი იქნება, უფრო მეტიც, ამას საკუთარ სახლში შეძლებთ.
Nokia G22 ბატარეის დამოუკიდებლად შეცვლა 5 წუთშია შესაძლებელი, ხოლო დისპლეის გამოცვლას დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება.
Nokia G22-ის ოფიციალური სათადარიგო ნაწილების შეკვეთა iFixit-ის ვებსაიტზე იქნება შესაძლებელი. მათი ღირებულება 19-დან 45 გირვანქა სტერლინგამდეა.
Nokia G22-ს პარამეტრები ასეთია:
ეკრანი: 6.52 დუიმიანი HD დისპლეი 90Hz განახლების სიხშირით.
პროცესორი: Unisoc T606.
ოპერატიული მეხსიერება: 4 GB RAM და 64 GB ROM,
ბატარეა: 5050 mAh 20W სადენიანი დატენის მხარდაჭერით
კამერა: სამმაგი (50 + 2 + 2 MP), წინა კამერა - 8 MP.
Nokia G22 გაყიდვაში 8 მარტს გამოვა დიდ ბრიტანეთში და 150 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 470 ლარი) ეღირება.