Nokia მთვარეზე 4G ინტერნეტს უშვებს - CNBC

Nokia მთვარეზე 4G ინტერნეტს უშვებს - CNBC

access_time2023-04-01 22:00:07

Nokia-მ გამოაცხადა, რომ მთვარეზე გაგზავნის აღჭურვილობას მომავალი კოსმოსური მისიის დროს 4G ქსელის განსათავსებლად. კომპანია იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნის ახალ აღმოჩენებს და შექმნის შესაძლებლობებს ადამიანის არსებობისთვის მთვარეზე და მის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ Cnbc წერს.


ფინური სატელეკომუნიკაციო ჯგუფი გეგმავს ქსელის გაშვებას SpaceX-ის რაკეტაზე უახლოეს თვეებში, განუცხადა ჟურნალისტებს ლუის მაესტრო რუის დე ტემინომ, Nokia-ს მთავარმა ინჟინერმა ამ თვის დასაწყისში ბარსელონაში Mobile World Congress სავაჭრო შოუზე.


Nokia-მ იმუშავა Lunar Outpost-თან და Intuitive Machines-თან, რათა შეექმნა 4G აპარატურა საიმისოდ, რომ კოსმოსის მძიმე პირობებში იმუშაოს. ის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მთვარეზე დაგეგმილი არტემისის მისიებისთვის. NASA-ს გეგმა ითვალისწინებს ორი ასტრონავტის გაშვებას მთვარეზე 2025 წელს. ისინი იქნებიან პირველი ასტრონავტები, რომლებიც დაეშვებიან მთვარეზე 1972 წლის Apollo 17 მისიის შემდეგ.


Nokia-მ ამის შესახებ ინფორმაცია 2020 წელს გააკეთა, როდესაც NASA-მ ის პროექტისთვის აირჩია. ამის შემდეგ მის ლაბორატორია Bell Labsს 14,1 მილიონი დოლარი გამოეყო პროექტის დასაფინანსებლად. კომპანიამ განაცხადა, რომ პირველად შეამოწმებს მოკლე და შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობებს რამდენიმე ასეული მეტრიდან ორ-სამ კილომეტრამდე.



„ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მომავალში მთვარეზე და მარსზე ადამიანის ნებისმიერი გრძელვადიანი ყოფნისთვის, კავშირი და კომუნიკაციები გადამწყვეტია“, - თქვა ტიერი კლეინმა, Nokia Bell Labs-ის Bell Labs Solutions Research-ის პრეზიდენტმა.


კლაინმა დასძინა, რომ ასტრონავტებს ისეთივე წვდომა უნდა ჰქონდეთ ტექნოლოგიებზე, როგორც დედამიწაზე აქვთ იმისათვის, რომ თავიანთი აპლიკაციები კოსმოსში ჩაუშვან. იდეალურ შემთხვევაში, მომავალ მისიებში ასტრონავტები 4G ინტერნეტსაც გამოიყენებენ.


კომპანია იმედოვნებს, რომ შეძლებს დახმარების გაწევას კვლევებსა და ექსპერიმენტებში მთვარეზე ყინულის პოვნის კუთხით, რაც ასტრონავტებს ჟანგბადით, სასმელი წყლითა და სარაკეტო საწვავით უზრუნველყოფს.


გასული თვის ბოლოს გავრცელებულ პრესრელიზში ტიერი კლაინი აცხადებდა, რომ Nokia და Bell Labs მოუთმენლად ელიან მომავალ წელს ტექნოლოგიის კოსმოსში გატანას. მან თქვა, რომ 4G ქსელს „დიდი გავლენა ექნება მომავალ პილოტირებულ მისიებზე მთვარეზე და მის ფარგლებს გარეთ და ასევე დაადასტურებს, რომ ფიჭური ტექნოლოგია შეიძლება ადაპტირდეს კოსმოსური კომუნიკაციების კრიტიკულ საჭიროებებზე“.


თეგები:
Nokia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up