ნორვეგიის სამეფოს ელჩი საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ოკუპანტების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
„მიუღებელია საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12.5 წლამდე გახანგრძლივება. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ცხინვალის ციხიდან და უსაფრთხოდ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს“ - წერს ჰელენა სანდ ანდრესენი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
Imedinews.ge