ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსების საერთო კრება ჩაატარა

ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსების საერთო კრება ჩაატარა

access_time2022-01-29 19:44:01

ნოტარიუსთა პალატამ ნოტარიუსების საერთო კრება ჩაატარა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საერთო კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. ამასთან, კრებაზე ნოტარიუსებმა ნოტარიუსთა პალატის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს და განიხილეს წლიური გეგმები.


იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა ნოტარიუსებს, ისაუბრა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესში ნოტარიუსების საქმიანობის განსაკუთრებულ წვლილზე და მადლობა გადაუხადა ნოტარიუსებს მათი მოღვაწეობისათვის.


მინისტრმა ნოტარიუსებს სამომავლო გეგმებიც გააცნო და ისაუბრა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის თანახმად, ნოტარიუსთა ზღვრული ასაკის 65-დან 70 წლამდე გაზრდა იგეგმება.



გამგეობის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს ნოტარიუსთა პალატის და თითოეული ნოტარიუსის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაგეგმილი სიახლეები წარუდგინა. სულ მალე მოქალაქეებს ონალიან სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ. მობილურ აპლიკაციაში, ასევე, ინტეგრირებული იქნება სხვა სასარგებლო ფუნქციონალი - სანოტარო ბიუროების რუკა, ნოტარიუსების სამუშაო გრაფიკი.


„კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა, რომლებმაც გასულ წელს გაიარეს სამინისტროში ჩატარებული შესარჩევი კონკურსი და ნოტარიუსების პოზიციაზე დაინიშნენ. ნოტარიუსთა პალატას 15 ახალი ნოტარიუსი შეუერთდა, რითაც გაიზარდა სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დასახლებათა რიცხვი, სადაც შესაძლებელი გახდა სანოტარო მომსახურების მიღება. ახალდანიშნული ნოტარიუსები არიან: თეა ციცხვაია, ნინო თვალმიხელაშვილი; თეა ედიშერაშვილი, თამთა მაისურაძე, ლალი ზვიადაძე, მარი ჯვარშეიშვილი, ნიკოლოზ ბერიკაშვილი, ნათია ჯმუხაძე, გიორგი მეტრეველი, ლანა კიკვაძე, ქეთინო ტუნაძე, გვანცა მიქიაშვილი, ანა იმერლიშვილი, მარიამ მაკარიძე, ეკატერინე ნიკოლაძე, სალომე გვარჯალაძე, ლიანა მოდებაძე, ნინო კაკაბაძე.


საერთო კრებაზე ნოტარიატის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოქმედ ნოტარიუსებს ,,საპატიო ნოტარიუსის" და ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებები მიენიჭათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


,,საპატიო ნოტარიუსის" წოდება მიენიჭა ნოტარიუსებს: მერაბ ფარჯიკიას, ნანი სიდამონიძეს, მედეა დემეტრაშვილს, რომან კოსტანიანს, ეკატერინე მარშანიას. ,,დამსახურებული ნოტარიუსის" წოდებით კი დაჯილდოვდნენ ნოტარიუსები: ირმა ფირცხალავა, ალექსანდრე მამისაშვილი, თამარ ფიცხელაური, მაია მეტრეველი, იამზე ქუთათელაძე-იოსელიანი, ბელა მაკალათია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up