29 აპრილს დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მმართველმა პარტიამ თავისი კანდიდატები წარადგინა. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში კანდიდატების დასახელების შესახებ. კერძოდ ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხახუბია იქნება, რომელიც ამ ოლქის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ირაკლი ხახუბიას შვილია.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად „ოცნებამ“ ლევან ზალკალიანის კანდიდატურა წარადგინა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის კანდიდატად კი მანუჩარ რობაქიძე.