ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და ასევე, გიორგი ამილახვარის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.
დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის მიზეზი გახდა შემდეგი:
გიორგი ამილახვარი - დაინიშნა განათლების მინისტრად;
გიორგი ხელაშვილი - დაინიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად;
ნინო იობაშვილი - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
ვლადიმერ ჩაჩიბაია - დაინიშნა პრემიერის მრჩევლად;
ირაკლი კოვზანაძე - უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე.