„აფხაზეთი და მინსკი შეთანხმდნენ, რომ აფხაზურ ღვინოს ბელარუსში შეიტანენ“, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ Россия 24-ის ეთერში განაცხადა. ე.წ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
მისი თქმით, ღვინის გარდა სხვა პროდუქტებიც განიხილება, რომლებიც აფხაზეთიდან ბელარუსში შევა. მეორეს მხრივ, ბელარუსული საქონელი, რძის პროდუქტები და ფართო წრის სხვა სასაქონლო პროდუქტების შეტანა იგეგმება აფხაზეთში. არძინბამ დასძინა, რომ მხარეები განიხილავენ სხვა ერთობლივ პროექტებს, მათ შორის ტურიზმის სექტორში.
შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მინსკში ვიზიტით ჩავიდა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე, ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელარუსი ყოველთვის იყო დაინტერესებულნი აფხაზეთთან თანამშრომლობით.
ბჟანიას და ლუკაშენკოს შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოეხმაურა. სადაც დაწერა, რომ მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ოფიციალურ შეხვედრას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტთან მკაცრად გმობდა.