აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და ის „ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობად“ შეაფასა.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში არსებულ სიტუაციას აკვირდება. მივიჩნევთ, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მორიგი მცდელობა. – განაცხადა არძინბამ. მისი მტკიცებით, დემონსტრანტები ინსტრუქციებს თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოდან და სახელმწიფო დეპარტამენტისგან იღებენ.
ე.წ. მშვიდობიანი დემონსტრანტები აქტიურად იყენებენ პირდაპირ ქმედებებს: მოლოტოვის კოქტეილებს, კეტავენ ქუჩებს და იყენებენ აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს. ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ მიღებული ინსტრუქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და თბილისში აშშ-ს საელჩოს შესაბამისი დანაყოფებისგან. ამას გარდა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ამ მოვლენების მომზადებაში არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს. – აღნიშნა არძინბამ.
მისი თქმით, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოვლენებს აქტიურად აკვირდება და შესაბამის უწყებებთან მუდმივ კონტაქტზეა.
„ჩვენი სახელმწიფო საზღვარი საიმედოდაა დაცული აფხაზი და რუსი სპეციალური დანაყოფების მიერ. – განაცხადა არძინბამ.