ოლივერ ვარჰეი - როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული

ოლივერ ვარჰეი - როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული

access_time2022-09-06 23:24:04

როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, საქართველოს მოუწევს ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია და განხორციელება.



„უნდა დასრულდეს 12-ვე პრიორიტეტის შესრულება, იმიტომ, რომ ევროკავშირის გაფართოება არის დამსახურების საფუძველზე. როდესაც შესრულდება 12-ვე პრიორიტეტი, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება და უნდა იყოს გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან მიღებული. მეორე საკითხი, რაც მინდა წამოვჭრა ის არის, რომ გადაწყვეტილება არის იმ რეფორმების საფუძველზე, რომელიც ადგილზე მუშაობს ადგილზე უნდა მუშაობდეს ქვეყნის, ეკონომიკის, საზოგადოების და ხალხის სასიკეთოდ. ამიტომ, რეალური ინტეგრაცია ადგილზე უნდა დაიწყოს. მეტი ევროპელი ინვესტორი ჩამოვა, მეტი ვაჭრობა იქნება, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, მეტი სოციალური ჩართულობა იქნება, იმ წესების საფუძველზე, რომელიც აქ იქმნება, ეს არის ევროპული ინტეგრაცია. ჩემი მთავარი აქცენტი არის რეალურ ინტეგრაციაზე, როგორ ვახდენთ ინტეგრაციას ჩვენ თვითონვე, ჩვენს მეზობლებთან.


წელს რას უნდა ელოდოთ ჩვენგან - ბოლო ნაწილი გადაწყვეტილების და მოსაზრების, ეს არის ხანგრძლივი და მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც ადარებს განაცხადს, პოტენციურ განაცხადს და ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელებას საქართველოში. ანუ საქართველო როგორ შეძლებს სრული განაცხადის განხორციელებას. ჩვენ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იქ არის განსაზღვრული ასპექტები, ის არ არის იდენტური. 70 პროცენტი არის თანხვედრაში, იმიტომ, რომ მესამე ქვეყნებმა არ უნდა გამოიყენოთ სრულად ჩვენი დირექტივები, მაგრამ 70 პროცენტი მასში უკვე ასახულია. თქვენ რაც გაქვთ, არის გარკვეულწილად შესაბამისობა, მაგრამ მთავარია, როგორ მოხდება მომავალში ამის შესრულება. საქართველოს არა მარტო მოუწევს ევროპული კანონმდებლობის რატიფიკაცია, არამედ განხორციელება. ამიტომ, სამივე აპლიკანტს დავაკვირდებით ამ კუთხით. მომდევნო წელს სამივე ახალი კანდიდატი, იმედი მაქვს, რომ იმ დროისთვის საქართველო კანდიდატი იქნება, მაგრამ ვნახოთ, სამივეზე იქნება ანგარიში დაწერილი, როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატებზე ვწერდით. გადაწყვეტილება დიდად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მიიღონ. ეს არის პროცესი, ყოველთვის ასე ხდებოდა და არა მგონია, ამჯერად რამე შეიცვალოს", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up