ომარ ტაკიძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს  ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება

ომარ ტაკიძე - მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება

access_time2021-08-18 16:10:00

,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება“ - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატმა ომარ ტაკიძემ წარდგენისას.


მერობის კანდიდატის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების და ავტონომიური რესპუბლიკის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა.


,,2012 წლიდან, მთელი რიგი მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ, თუმცა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩემთვის უდიდესი პატივია თქვენს წინაშე დგომა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შუახევის მერობის კანდიდატად წარმადგინა. 2017 წლიდან სრულად ვარ ჩართული ჩვენი მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და კარგად ვიცი, ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. მზად ვარ როგორც მერობის კანდიდატი, დავიხარჯო ბოლომდე ჩემს გუნდთან ერთად, რომ ის გამოწვევები, ის საკითხები, რომელიც თითოეულ შუახეველს, თითოეულ სოფელში აწუხებს, ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე. მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, თანამოაზრეებს, ჩემს გუნდს. მჯერა, ერთად დგომით, ყველაფერს შევძლებთ. მჯერა, მხარს დაგვიჭერთ და შუახევის უკეთესი მომავლისთვის ჩვენ, ყველა ერთად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ომარ ტაკიძემ.


მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ათეული წარადგინა.



მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: როსტომ ლორთქიფანიძე, ფრიდონ ფუტკარაძე, მალხაზ ტაკიძე, ემზარ აბაშიძე, ზაზა დავითაძე, მურად ქათამაძე, გიორგი კეკელიძე.


პროპორციული სიის პირველი ათეულში არიან: გიორგი დავითაძე, ედუარდ გოგრაჭაძე, ფატი ჭაღალიძე, ედნარ კეჟერაძე, თენგიზ ივანაძე, მელანო ებრალიძე, ვახტანგ ფუტკარაძე, დავით დავითაძე, ნაზი ქამადაძე, სულიკო ბოლქვაძე.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up