ომის ხუთი დღე - ათმა უმდიდრესმა რუსმა ოლიგარქმა $ 19,2  მილიარდი დაკარგა

ომის ხუთი დღე - ათმა უმდიდრესმა რუსმა ოლიგარქმა $ 19,2 მილიარდი დაკარგა

access_time2022-02-28 19:00:10

უკრაინაში რუსეთის ჯარების ინტერვენციის მეხუთე დღეა. ამ დროის განმავლობაში ვლადიმირ პუტინის არმია ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. რუსული სამხედრო აგრესიის გამო უკრაინაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა.

 

დანაკარგები აქვს პუტინის რუსეთსაც, თუმცა ადამიანური დანაკარგის გარდა ოკუპანტ ქვეყანას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი აქვს. მცირდება რუსი ოლიგარქების ქონებაც.

 

Forbes-ის მილიარდერების სიის მიხედვით, ბოლო ერთ კვირაში ათმა ყველაზე მდიდარმა რუსმა ბიზნესმენმა $19,2  მილიარდი დაკარგა. აღსანიშნავია ისიც, რომ დანაკარგებთან ერთად მათი რეიტინგიც შეიცვალა.

 

რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი PJSC Severstal–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი მორდაშოვმა მოიპოვა. 22 თებერვლიდან დღემდე კრემლის ერთგული ბიზნესმენის ქონება მხოლოდ $200  მლნ-ით – $29.1 მილიარდამდე შემცირდა.

 

$27 მილიარდით მეორე ადგილის Interros Holding-ისა და MMC Norilsk Nickel-ის პრეზიდენტი ვლადიმირ პოტანინი იკავებს. პუტინთან დაახლოებული მილიარდერი ოლიგარქის ქონება $1,2 მილიარდით შემცირდა.

 

რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი დაკარგა ვლადიმირ ლისინმა. კომპანია Novolipetsk Metallurgical Plant-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ქონება ბოლო ერთ კვირაში $ 3,82 მილიარდით შემცირდა. გამოცემა 65 წლის ბიზნესმენის ქონებას $26,2 მილიარდად აფასებს.


 

მეექვსე ადგილიდან მეოთხე ადგილზე გადმოინაცვლა კომპანია NK „Lukoil“-ის პრეზიდენტმა ვაგიტ ალეკპეროვმა. ყველაზე მდიდარ 10 რუს ოლიგარქს შორის ის იმ გამონაკლისებს ეკუთვნის, ვისი ქონებაც $ 24.4 მილიარდიდან $24,9 მილიარდამდე გაიზარდა.

 

მეხუთე ადგილზე PJSC Novatek–ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონია. ბიზნესმენმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო $2,5 მლრდ დაკარგა. მისი ქონება $27.4-დან $24,9 მილიარდამდე შემცირდა.

 

$22 მილიარდით მეექვსე ადგილზე პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი გენადი ტიმჩენკოა. მისი ქონება 7 დღეში $1,8 მილიარდით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ტიმჩენკო ერთ-ერთი პირველი ბიზნესმენი იყო, რომელსაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

 

მეცხრე ადგილიდან მეშვიდეზე დაწინაურდა კომპანია USM-ის დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი. ის 10 ყველაზე მიდიარ რუსს შორის მეორე ბიზნესმენია, ვისი ქონებაც გაიზარდა. უსმანოვის კაპიტალი $16. 8 მილიარდიდან $18,4 მილიარდამდე გაიზარდა.

 

მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი აქვს Eurochem-ისა და SUEK-ის დირექტორთა საბჭოს წევრს ანდრეი მელნიჩენკოს. ბიზნესმენის ქონება $9.6 მილიარდით $17,9 მილაირდადმე შემცირდა. კონფლიქტამდე ბიზნესმენის ქონების ღირებულება $27.5 მილიარდს შეადგენდა.

 

Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი ერთადერთია, ვის ქონებაზეც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს არ უმოქმედია. ბიზნესმენის ქონების ღირებულება $17.2  მილიარდს შეადგენს.

 

მეათე ადგილზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი სულეიმან კერიმოვია. Forbes 55 წლის ბიზნესმენის ქონება $12 მილიარდად აფასებს.

 

აღსანიშნავია, რომ ათ ყველაზე მდიდარმა რუს ბიზნესმენთა სიაში აღარაა ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, დუმის ყოფილი დეპუტატი და ლონდონური კლუბ „ჩელსის“ ასევე ყოფილი მფლობელი რომან აბრამოვიჩი. ბიზნესმენის ქონება $14,6 მილიარდიდან $14,5 მილიარდამდე შემცირდა.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up