ოპოზიცია ვერც ზნეს იცვლის და ვერც ჩვეულებას, იაფფასიან პოპულიზმზე აგებული პოლიტიკა კი ისევ ოპოზიციისათვის არის საბოლოოდ წამგებიანი - ეკონომიკის ექსპერტი

ოპოზიცია ვერც ზნეს იცვლის და ვერც ჩვეულებას, იაფფასიან პოპულიზმზე აგებული პოლიტიკა კი ისევ ოპოზიციისათვის არის საბოლოოდ წამგებიანი - ეკონომიკის ექსპერტი

access_time2022-08-29 14:58:56

„დღეს კრიტიკის საგანი გახდა საპენსიო სააგენტოს მიერ აიტი ინფრასტრუქტურის განახლება, რაც დაუკავშირდა ახალ აბსურდულ ბრალდებებს დანაზოგების გაქრობაზე თუ სააგენტოს მხრიდან თანხების გაფლანგვაზე... არადა, აიტი ტექნიკური განახლებები დამახასიათებელია, არა მხოლოდ საპენსიო სააგენტოებისათვის, არამედ თვით ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც კი,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით.



ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ, საპენსიო რეფორმის ასე მოკლე დროში განხორციელება, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ცალსახად წარმატებულად იქნა შეფასებული, მაშინ როდესაც ბევრ ქვეყანაში მის განხორციელებას წლებიც კი დასჭირდა. „დავამატებ, რომ ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელიც გარკვეულწილად სწორედ ამ რეფორმის შედეგია. რეფორმის მორიგი ეტაპი კი უკვე ქვეყანაში საფონდო სეგმენტის გაძლიერება და კაპიტალის ბაზრის რეორგანიზაცია უნდა გახდეს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.



„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა, კიდევ ერთი თითიდან გამოწოვილი ბრალდების მიზეზიც კი გახდა მისი შედარებით დაბალი მაჩვენებლის გამო. ამ დროს, სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ დადებითი რეალური სარგებლის და მინიმუმ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტი ამონაგების გენერირება. რაც შეეხება სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის სავალუტო დივერსიფიკაციას, პრეტენზიები აქ კიდევ უფრო გაუგებარია, რადგან იგი ხორციელდება ერთი მხრივ, გლობალური აქციების შესყიდვით, რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთისა და მეორეს მხრივ, ბაზარზე არსებულ მაღალ, გრძელვადიან ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირების საფუძველზე, რაც ისედაც მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. კერძოდ, საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 5.0% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6% არის განთავსებული,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.





მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა აგრძელებს ზრდას იმ დროს როდესაც გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია გლობალური შოკების შედეგად, რაც კოვიდ პანდემიურ შოკთან და უკრაინაში რუსულ ინტერვენციასთან არის დაკავშირებული.



„რაც შეეხება ნდობის საკითხს, დაგროვებითი პენსიით, ივლისის თვის მდგომარეობით მხოლოდ 2 267-მა პირმა ისარგებლა, მონაწილეთა რაოდენობა კი 1 მილიონ 301 ათასი ადამიანია. აქედანაც ჩანს, რომ ოპოზიცია ვერც ზნეს იცვლის და ვერც ჩვეულებას, იაფფასიან პოპულიზმზე აგებული პოლიტიკა კი ისევ ოპოზიციისათვის არის საბოლოოდ წამგებიანი. თუ ამ თემის აქტუალიზაცია სექტემბრის საპროტესტო გამოსვლების კონტექსტშია ჩაფიქრებული, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გამო, ვეჭვობ ამ თემისგანაც რაიმე გამოვიდეს,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up