„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დააანონსა.
საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტზე „ქართული ოცნების" ყოფილი წევრების ინიციირებული ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც პარლამენტის დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ჟიული შარტავას დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლაცია ჩართეს. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით დაიწყო.
დარბაზი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა პიკეტირებული, თუმცა სუს-ისა და მანდატურის სამსახურმა ისინი დარბაზიდან გააძევა.