ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

access_time2021-09-02 13:45:00

ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ ერთობლივ მიმართვას, რომლის ადრესატებიც არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეინი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი დავიდ მარია სასოლი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.



პარტიების განცხადებაში ნათქვამია, რომ მათთვის ძალიან დიდი განგაშისა და იმედგაცრუების მიზეზია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის წინდაუხედავი უარის თქმა იმ მაკროდაფინანსებაზე, რომელიც ქვეყანაში სასამართლოს რეფორმის იმპლემენტაციას უნდა მოხმარებოდა.



„მიგვაჩნია, რომ მომხდარი საქართველოს მომავლისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. ეს სრულიად წინააღმდეგობრივი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და ერთერთია იმ მოვლენათა კასკადიდან, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, ევროატლანტიკური სვლისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.



საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი შეუჩერებლად და დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მნიშვნელოვანი უმრავლესობა ახლაც იმავე პოზიციაზეა – მოქალაქეთა 80%-სთვის ევროკავშირი და ნატო დღემდე უალტერნატივო არჩევანს წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა არჩევნებზე ამომრჩეველი ხმას აძლევს იმ პარტიებს, რომლებიც მას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოებას ჰპირდება.




გასულ წელს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ცხადად გვაჩვენა, რომ მათი ევროკავშირთან დაახლოების ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა ფასადი – ფასადი, რომლის მიზანიც ქართველი ხალხის მოტყუებაა. ამ ფასადის მიღმა არაფორმალური სისტემის მიერ სახელმწიფოს ყოვლისმომცველი მიტაცების მომსწრენი გავხდით, ყველაფრის ბოლო წვეთი კი სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება აღმოჩნდა.



5 ივლისი – დღე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა რუსეთთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსტრემისტების მიერ თბილისი პრაიდის დარბევა წაახალისა, რაც შემდგომში 53 ჟურნალისტზე ფიზიკური თავდასხმით და რამდენიმე დღეში ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალებით დასრულდა, ამ კონტექსტში ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ორგანიზებული მასობრივი დანაშაული რამდენიმე საათის მანძილზე ყოველგვარი საპოლიციო წინააღმდეგობის გარეშე მიმდინარეობდა – მთავარი ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილნი. იმან, რომ თავდაპირველი ვალდებულდებების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ უხეშად დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების პირობები და საერთოდ დატოვა მოლაპარაკების ფორმატი, ხოლო ახლა დაფინანსებაზეც უარი განაცხადა, ამ სახიფათო ტრაექტორიას კიდევ უფრო აუარესებს.



მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ამოცანაა, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე სვლით გავუწიოთ და სიტუაცია შემოვაბრუნოთ, ვთვლით, ამ სიტუაციის შესაჩერებლად სწორედ ახლაა საჭირო ლეგიტიმური ბერკეტებისა და გავლენების გამოყენება. შეთანხმების მიხედვით, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, საქართველოს მთავრობა ვალდებული იყო, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუკი მმართველი პარტია ამ ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ის აღებას ვერ მოახერხებდა.



ჩვენ გვჯერა, რომ ქართული საზოგადოება ოქტომბერში აუცილებლად გამოიტანს პოლიტიკურ ვერდიქტს, ხოლო ევროკავშირი და ნატო, დაუჭერს რა მხარს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ახალი არჩევნების ჩატარებას დაუყოვნებლივ მოითხოვს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოქალაქეთა ხმების დასაცავად და იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფლების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ერთგულ სახელმწიფოდ. გვსურს, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ქართული დემოკრატიის შენარჩუნებისთვის გაწეული ძალისხმევისა და ერთგულებისათვის. იმედი გვაქვს თქვენი უწყვეტი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერისა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „ელენე ხოშტარია – დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატები“, „ევროპელი დემოკრატები“, „ეროვნული დემოკრატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, სამოქალაქო „ალიანსი თავისუფლებისთვის“, „კანონი და სამართალი“ და დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე.



1tv.ge




თეგები:
განცხადება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up