„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა ყირიმში“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და მუქარის შემცველ განცხადებას ავრცელებს.
„პროტესტი „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის შესახებ გაჩაღდა თბილისში, რაც გადაიზარდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, გაიხსენონ ანალოგიური სიტუაცია უკრაინაში და საბოლოოდ, რა მოჰყვა ამას, ორჯერ დაფიქდრით,“ — წერია განცხადებაში.