ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით - ვახტანგ მეგრელიშვილი

ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში ვიქნებით - ვახტანგ მეგრელიშვილი

access_time2021-04-16 14:03:57

„გირჩი“ პარლამენტში შედის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა:


„ოცნებასთან ამ საკითხებზე მოლაპარაკება არანაირად არ გვქონია, ჩვენ, უბრალოდ, „ოცნებას“ შევატყობინეთ, ეს თემები წლების განმავლობაში ნასაუბრებია, აქედან 5-ზე ოპოზიციასთანაც გვაქვს შეთანხმებული წინასაარჩევნოდ. ეს ის მნიშვნელოვანია თემებია, რომელზეც პირდაპირ პასუხს მათგან არ ველით. გავაცანით ფორმა თანამშრომლობის და ამ ფორმაზე თანახმანი არიან.


ორშაბათს მივალთ პარლამენტის შენობაში. ორშაბათიდან ვიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას. 3 წელზე მეტია დარჩენილი ამ პარლამენტის, თუ მას აქვს შანსი შედგეს ფუნქციონალური ორგანო, მნიშვნელოვანია ოპოზიცია შევიდეს და პარლამენტმა მიიღოს ის ფორმა, რა ფორმითაც ის ხალხმა აირჩია, მაგრამ თუ არ შედიან, ამ პარლამენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ნება, თუ ეს ნება გამოჩნდება, შევაფასებთ, რომ ეს მართლა პარლამენტია, თუ ეს ვერ დავინახეთ, მაშინ, ჩვენ იქ ყოფნას ექნება „ოცნების“ გაპრავების შინაარსი, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.



კითხვაზე, ორშაბათიდან იწყებენ თუ არა საპარლამენტო საქმიანობას, ვახტანგ მეგრელიშვილი პასუხობს:


„შეიძლება ასეც ითქვას, ჩვენ ისედაც ამ საქმიანობით ვიყავით დაკავებული, უბრალოდ, სხვა ფორმატში გადავდივართ. თუ შეთანხმება ამ პერიოდის განმავლობაში ხდება „ოცნებას“ და „ნაცებს“ შორის, თუ მშვიდდება სიტუაცია და ყველანი შემოდიან პარლამენტში და ვიწყებთ საკანონმდებლო საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში, მაშინ ჩვენი ულტიმატუმის ფორმის წინადადება 7 პუნქტიანი აზრს კარგავს. თუ ვერ შედგა შეთანხმება, მაშინ ეს ფორმა იქნება ერთადერთი სწორი ფორმა ჩვენთვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რომელიმე მხარეს ამ ბრძოლაში. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე საარჩევნო კამპანიაში ვართ ეს ჩვენი კამპანიის ნაწილიცაა, ესაა ყოველდღიური საქმიანობა გირჩის, იმ თემებზე რომელიც გვაინტერესებს, ამ ფორმით ვცდილობთ გავიდეთ შემდეგ საპარლამენტო არჩევენებზეც. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ, თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა შეთანხმება მაინც ვიქნებით ორშაბათიდან პარლამენტის შენობაში და დავიწყებთ ამ გეგმის მიხედვით მოქმედებას. საპარლამენტო საქმიანობით ვიქნებით ჩვეულებრივად დაკავებული, რომელიც არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიის ნაწილი, ჩვენ ასე შეგვიძლია მხოლოდ მომზადება არჩევნებისთვის,“ - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა


rustavi2.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up