ოთარ შამუგია FAO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

ოთარ შამუგია FAO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

access_time2022-10-12 13:19:11

„საქართველო ღვინის სამშობლოა, მას მაღალი პოტენციალი აქვს სხვადასხვა აგროკულტურის განვითარების კუთხით, რომელსაც შეუძლია ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო ბაზრებზე”, - განაცხადა FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ქიუ დონჟუმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან შეხვედრაზე, რომელიც ქ.რომში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში გაიმართა.


„ვაფასებთ FAO-სა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობას და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით FAO-ს, საქართველოს მთავრობის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში მუდმივი მხარდაჭერისათვის. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია. ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ FAO-ს მხარდაჭერით. ვფიქრობ, მომავალშიც ეფექტიანი თანამშრომლობა გვექნება”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ ვრცლად ისაუბრა საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. მინისტრმა გენერალურ დირექტორს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების 2021-2027 წლის სტრატეგიის ძირითადი მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია აგრარული სექტორის განვითარება, რისთვისაც უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შედეგად, გაიზარდა ადგილობრივი წარმოება, ქართული პროდუქციის ექსპორტი, გრძელდება ბაზრების დივერსიფიცირების პროცესი. თუმცა, თანამედროვე ცოდნასა და ახალ ტექნოლოგიებზე წვდომა ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება.


ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა, ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის წარდგენის პარალელურად, საქართველოს აგრარულ სექტორში ევროპული სტანდარტების და რეგულაციების დანერგვის მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგრამები და ტექნიკური მხარდაჭერა ქვეყანას ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.



FAO-ს გენერალურმა დირექტორმა, ქიუ დონჟუმ მადლობა გადაუხადა მინისტრს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის წარდგენა საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გააძლიეროს და გარდაქმნას ქვეყნის აგროსასურსათო სექტორი. ქიუ დონჟუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელსაც რაციონალური გამოყენება სჭირდება. მომავალში FAO აქტიურად გააგრძელებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას.
სოფლის მეურნეობის განვითარების ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა.


შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში და რომში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up