გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რაიმუნდ იელეს შეხვდა.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის და FAO-სთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობის საკითხს გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აკვაკულტურის და თხილის სექტორის მხარდაჭერის საკითხებსაც.
რაიმუნდ იელეს განცხადებით, საქართველო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. FAO კვლავ გააგრძელებს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის და სურსათის უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას.