მაკო გომური 8 მარტის აქციაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას გამოეხმაურა. ის წერს, რომ მან 4 წლის წინ აქციის მონაწილეები „სისხლში აბანავა“ და ახლა მოუნდა „ჯენზისთან დგომა“.
„აი ამას სადმე ქუჩაში რო დაინახავთ აფურთხეთ პირში და სულში. არ მიუშვათ სადაც ხალხი იქნება, სადაც თქვენ იქნებით. და ყველა არხი რწყევა ხართ სადაც ამას მოიწვევთ და რაიმეზე ასაუბრებთ, საერთოდ ყველა.
ტიპმა ოთხი წლის წინ ჩვენივე სისხლში გვაბანავა და ახლა მოუნდა ჯენზისთან დგომა. დაგერხევა შენც მალე შე მონა, - წერს მაკო გომური.
მაკო გომურმა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა. გიორგი გახარია მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. გახარიამ დღეს GenZ თაობასა და მილენიალებს მადლობა გადაუხადა.