პაატა კვიჟინაძე - როცა ერთი  გუნდია, ყველაფერი კარგად  იქნება, წარმატებები ჭიათურას  და ახალ მერს

პაატა კვიჟინაძე - როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს

access_time2021-09-02 17:51:00

როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს - განაცხადა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძემ.



როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ჭიათურის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება, მოხდა სოფლების გაზიფიცირება, მოწესრიგდა წყალმომარაგება.



„ჭიათურის 22 სოფელია უკვე გაზიფიცირებულია, მოწესრიგდა წყალმომარაგება, ცენტრალური გზები ყველა სოფელში დაიგო. ყველაზე მთავარი ჩვენი ქალაქისთვის არის, „ჯორჯიან მანგანეზთან“ დამოკიდებულება, რადგან ჭიათურა და მარგანეცის მოპოვებას დიდი ისტორია აქვს და პრაქტიკულად განუყოფელია. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მხრივ ძალიან კარგი ტენდენციაა. ,,ჯორჯიან მანგანეზს“ და მერიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელშიც ზუსტად გაწერილია, რა დროს რა ღონისძიება უნდა შესრულდეს მდინარე ყვირილასთან დაკავშირებით, კოოპერატივებთან დაკავშირებით, თუ რეკულტივაციის მიმართულებით. ქალაქს გადმოეცა უნიკალური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მუზეუმი განთავსდება, რომელიც ტურისტული კუთხითაც საინტერესო იქნება.




მემორანდუმის ფარგლებში ფინანსური დახმარება განსაზღვრულია მცირე მეწარმეებისთვის. იწყება დიდი პროგრამა, რომელიც ნერგების დარგვიდან ნაყოფის რეალიზაციამდე უზრუნველყოფს სამუშაოებს. მემორანდუმის შესრულების პროცესში მოსახლეობა იქნება აქტიურად ჩართული, რათა მათ გააკონტროლონ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი. მჯერა, რომ ორი წლის შემდეგ, ჩვენ გვექნება გაუმჯობესებული ეკოლოგიური გარემო. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გზის საფარის დაგება დასრულდება. თითქმის მთელ ჭიათურა იქნება გაზიფიცირებული. წყალმომარაგების საკითხები იქნება ბევრად წინ წასული. მდინარე ყვირილა იქნება სუფთა და დასრულდება რეკულტივაცია.



მინდა მადლობა გადაუხადო მთავრობის წევრებს, რადგან ყოველთვის მზად არიან დახმარება აღმოგვიჩინონ პრობლემების გადაჭრაში. როცა ერთი გუნდია, ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები ჭიათურას და ახალ მერს“ - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up