პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობას 6 სექტემბრიდან დაიწყებს

პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობას 6 სექტემბრიდან დაიწყებს

access_time2022-08-22 13:40:00

პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფარგლებში საქმიანობას 6 სექტემბრიდან დაიწყებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება.


საშემოდგომო სესია დიდი ალბათობით პლენარული სხდომით გაიხსნება და 6-9 სექტემბრის კვირაში პლენარული სხდომები იქნება მოწვეული.


მეათე მოწვევის პარლამენტის ეს საშემოდგომო სესია საკმაოდ დატვირთული იქნება იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაახლოებით ათი სამუშაო ჯგუფი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობს და მათ მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირება და განხილვა სწორედ სექტემბრიდან იგეგმება. პარლამენტს მოუწევს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც. მათ შორის, ასარჩევია ცესკო-ს თავმჯდომარე და ცესკო-ს წევრები. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.


უკვე ცნობილია, რომ მმართველი გუნდი აღნიშნული კანდიდატურების მხარდაჭერას არ აპირებს და მიზეზად გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის არწარდგენას უთითებს. პროცედურით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ორი კენჭისყრით ხდება. პირველ შემთხვევაში საჭიროა 100 ხმა, მეორე შემთხვევაში – 76. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრაზე აღნიშნული კანდიდატურები ჩავარდება, პროცესი თავიდან დაიწყება.



ზემოთ აღნიშნულის გარდა, საშემოდგომო სესიაზე მოსასმენია რამდენიმე უწყების წლიური ანგარიშიც. მათ შორის, სახალხო დამცველის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის. პარლამენტს მსჯელობა მოუწევს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზეც, რომელიც პარლამენტს პირველ ოქტომბრამდე უნდა წარედგინოს და საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა დაამტკიცოს.


რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი საშემოდგომო სესიას დეკემბრის მესამე პარასკევს ხურავს.


პირველი არხი




თეგები:
პარლამენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up