"პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ჰქვია საქართველო და ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე"- შალვა პაპუაშვილი

access_time2021-02-14 16:00:41

სამშაბათს, პარლამენტი შეიკრიბება და ნიკა მელიას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის პოზიცია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით ერთსულოვანი იქნება.

მისივე თქმით, პროცედურების თანახმად, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდის ვადა ოთხშაბათამდე აქვს.

„გამოხმაურებებმა, რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე. ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები იმით რომ არ შემოდიან პარლამენტში, გავიდნენ დემოკრატიული სივრციდან და ახლა ისინი გავიდნენ ასევე სამართლებრივი სივრციდან, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. ნიკა მელია გუშინდელი განცხადებით ამბობს ერთ რამეს, რომ ის არის სახელმწიფო, ის განსაზღვრავს და ადგენს თუ რა არის კანონი, შესაბამისად, სამშაბათს პარლამენტი შეიკრიბება და მას ეტყვის, რომ ამ სახელმწიფოს არ ჰქვია ნიკა მელია, ამ სახელმწიფოს ჰქვია საქართველო და ყველა მისი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როგორც პაპუაშვილი ამბობს, თუ პროცესი დაზიანდება, ამაზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას ეკისრება.


„მოლაპარაკებები არის შეჩერებული როგორც ვაკვირდებით. თუ დააზიანებს დააზიანებს მხოლოდ ნიკა მელიას მოქმედება ამ მოლაპარაკებებს. აღკვეთი ღონისძიება, რომელიც ჰქონდა შეფარდებული მელიას, აქამდე არ გაუპროტესტებია, დაარღვია აღკვეთის ღონისძიების პირობები და ამიტომ ხდება დამძიმება. თუკი რაიმე ხდება და მათ შორის, დაკავება თუკი მოხდება, მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ასე გადაწყვეტენ ჩვენი ოპონენტები, ეს იქნება მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ გაამწვავონ პროცესები. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას ის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომ კანონებს ყველამ უნდა სცეს პატივი და სადეპუტატო იმუნიტეტი არ წარმოადგენს პრივილეგიას იმისთვის, რომ ამას ამოფარებულმა პოლიტიკოსებმა გამოიწვიონ სახალხო მღელვარება და გავიდნენ სამართლებრივი ჩარჩოდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგომლობით უკვე მიმართა. ნიკა მელიას განცხადებით, ის გირაოს არ გადაიხდის, მისი თქმით, „ვერც მურუსიძის სასამართლოთი დაიჭერენ და ვერც პარლამენტით.“

Ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up