„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მანდატების დატოვების საკითხს სავარაუდოდ საპროცედურო საკითხთა უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.