პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის  მაკა ბოჭორიშვილის განცხადება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადება

access_time2022-04-11 17:50:00

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევის და ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში გაწევრების მტკიცე და ურყევი სურვილის შედეგად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო წარმატებას აღწევს ევროინტეგრაციის პროცესში, რაც ევროკავშირის მხრიდან გაწევრიანების კითხვარის გადმოცემაში გამოიხატება“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.


„დღეს ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ბატონმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს ოფიციალურად გადმოსცა ევროკომისიის კითხვარი, რითაც ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო ევროკავშირთან ურთიერთობებში.


ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია იმისათვის, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადი გამხდარიყო:


2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტით; ამ ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ მნიშნველოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გზაზე;


2017 წელს ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ წარმატებას წინ უძღოდა რეფორმების კომპლექსური პროცესი, რაც მიზნად ისახავდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფას და დემოკრატიის კონსოლიდაციას.


საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს არის ის საკითხი, რომელის ირგვლივ ყველა უნდა გაერთიანდეს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ წარმატებით გააგრძელოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ.


რაც შეეხება კითხვარის ფორმას და შინაარსს, მისი შევსებით ერთგვარად მოხდება საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო მზაობის შეჯამება, რაც ევროკომისიას დაეხმარება მოამზადოს საბოლოო შეფასება, რომელსაც წარუდგენს ევროკაშირის საბჭოს .



ევროკომისია შეფასების მომზადებისას, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელებს სხვა წყაროებითაც, როგორიცაა საერთაშორისო შეფასების ანგარიშები, ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური შეფასების ანგარიშები და ა.შ.


საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება, ევროკავშირთან ინტეგრაციის ფარგლებში მიღწეულ საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხზე და რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთსულოვნად.


ის რომ საქართველო, დანარჩენ ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროკაშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის ნათელი დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება.


ქართული მხარე შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრონოს შევსებული კითხვარი ევროკავშირის მხარეს.


დღეს ქართული სახელმწიფოსა და მისი მმართველი გუნდის ერთმანეთისგან გასამიჯნად და ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ქვეყნის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა!


ქართული სახელმწიფოს წარმატების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კვლავ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით და ქმედებებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობას.


მათთვის მთავარია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე წარმატება არ მიეწეროს და ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის რომ სახელმწიფოს სწორედ ის წარმატება დააკნინონ, რაზეც დგას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი.


ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტიდასავლურ და ანტიქართულ ინტერესებს ემსახურებიან.


ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ წარსულში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მსგავსად, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან.


დღეს, საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება ერთიანობა.


არჩევანი კი მარტივია, ან ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს ხარ, ან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ოპოზიციაში“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up