კახა კუჭავა: „როდესაც გარდაბანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის“

კახა კუჭავა: „როდესაც გარდაბანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის“

access_time2021-08-11 18:20:00

როდესაც გარდაბანზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში გვახსენდება გარდაბნის თბოელექტროსადგური, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ რამდენიმე დღეში, ჩვენ მოვიარეთ ქვემო ქართლი, რომელიც ნამდვილად გამორჩეულია სოფლის მეურნეობით, იმ პროდუქციით, რომელიც აქ იქმნება და იმ დოვლათით, რომელსაც ქმნიან ოჯახები საქართველოსთვის - გარდაბანი მათ შორის გამორჩეულია“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ, „ქართული ოცნების“ გარდაბნის მერობის კანდიდატის დავით კარგარეთელის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



აქაური პროდუქტი გამოირჩევა ხარისხით და არა მხოლოდ საქართველოში. გარდაბნის მოსახლეობა ეთნიკურად ძალიან მდიდარია. აქ ცხოვრობს შრომისმოყვარე ხალხი და აუცილებელია, სრულიად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არის არა მარტო აქ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში. ხორციელდება არაერთი სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, თუმცა არის ბევრი სხვა სახელმწიფო პროგრამა და დაფინანსება, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სრულიად გამოიყენოთ ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტში გაგაჩნიათ.



მთავარი მიზანი, რაც უნდა ჰქონდეს მერს არის თქვენთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღებაში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მუნიციპალიტეტისთვის საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.




ეს არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ სოფლის მეურნეობას, ამ მუნიციპალიტეტს გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. დაახლოებით ორი თვის წინ ჩვენ იუსტიციის სახლი გავხსენით და დღეს უკვე გარდაბანში შესაძლებელია ყველა საჯარო სერვისის მიღება. ამ კუთხით კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ხელმისაწვდომობას ყველა იმ სერვისზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება. ჩვენი გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, თუმცა, აუცილებელია თქვენი აქტიურობა“ – განაცხადა კახა კუჭავამ.










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up