საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში პარასკევს, 24 დეკემბერს, 18:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარტიის ლიდერს ბრიფინგზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებსა და საფუძველზე არაფერი უთქვამს.
კახა კუჭავა მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს, მან ამ პოსტზე არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლა.