პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა მომავალ წლამდე არ მოხდება

პარლამენტში ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა მომავალ წლამდე არ მოხდება

access_time2020-12-28 10:20:00

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მომავალ წლამდე არ მოხდება.

საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში, შესაძლოა, რიგგარეშე სესიის შემთხვევაში - იანვარში ან საგაზაფხულო სესიაზე შევიდეს.

სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 54 ოპოზიციონერი დეპუტატი ითხოვს, რომელთა განცხადებებიც უკვე პარლამენტშია.

აღნიშნული განცხადებების განხილვის ვადებს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სწავლობს და დასკვნას ამზადებს არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აქცენტი რეგლამენტის იმ ჩანაწერზე გააკეთა, რომლის მიხედვით, პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში, რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება.


“კომიტეტი ყველა ამ განცხადებას ვადების შესაბამისად განიხილავს. როცა სესია წყდება, ვადის მიმდინარეობაც წყდება და როცა სესია განახლდება, მაშინ ხდება ვადის მიმდინარეობის გაგრძელება. საკითხის განსახილველად ან მომავალი წლის იანვარში უნდა მოვიწვიოთ რიგგარეშე სესია ან თებერვალში, როცა პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, მაშინ განვიხილოთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება არ დაუწერია მხოლოდ პარტია “მოქალაქეების“ ორ წარმომადგენელს, “გირჩის“ სიით შესულ პარლამენტის სამ წევრს და ერთ დეპუტატს “პატრიოტთა ალიანსიდან“. პარლამენტში შესული ყველა სხვა ოპოზიციონერი მანდატის შეწყვეტას ითხოვს და ამ ფორმით პროტესტს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს უცხადებს.


IPN.GE



თეგები:
პარლამენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up