პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ვერ აკონკრეტებს, 5 მარტს საკანონმდებლო ორგანოში იქნება თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლა.
როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, შეიძლება, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაწეულიც იყოს, მაგრამ ეს განსახილველი საკითხია.
„ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, ამ საკითხთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა, გადავწყვიტავთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არის, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2 მარტს აცნობა საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით 5 მარტს წარდგეს.
1tv.ge