საქართველოს პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით აქცია იწყება. დღეს, 24 ივნისს აქციის ორგანიზატორები გეგმავენ ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენონ, რომლის შინაარსიც ამ დრომდე მედიისთვის ცნობილი არ არის.
"რა დაპირებაც არ უნდა გასცეს ხელისუფლებამ, ჩვენ არ გვჯერა, რომ სიტყვის ერთგული იქნება, რადგან წლებია, ერთგულებას მხოლოდ ოლიგარქს უმტკიცებს. მათ დაარღვიეს ქართველი ხალხისთვის მიცემული პირობა, როცა ჩააგდეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი და დაარღვიეს ევროპისთვის მიცემული პირობა, როცა საბოტაჟი მოუწყვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით მიღებულ შეთანხმებას. აქედან გამომდინარე, რეფორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა", - აცხადებენ "სირცხვილიაში".
ხალხის რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უკვე შეჩერებულია.
radiotavisupleba.ge