პარლამენტთან ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები მონაწილეობენ.
მათ პარლამენტთან მოტანილი აქვთ ხის კედელი, რომელზეც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კარიკატურულ სურათებს აკრავენ. სურათებზე გამოსახული არიან - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.