პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები ე.წ აგენტების კანონს აპროტესტებენ, სპეცრაზმია მობილიზებული.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის ძალები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში არიან.
უცხოური აგენტების შესახებ კანონის განხილვა პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო. განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები აქციას მართავენ.