პარლამენტთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქტივისტები იმ ადგილზე მისვლას და პროტესტის გამოხატვას ცდილობდნენ, სადაც გასართობი სივრცეა მოწყობილი. თუმცა პროტესტის მონაწილეებს სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ მოწყობილ გასართობ სივრცეში ბავშვები არ მიიყვანონ.
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დღეს მორიგი აქცია მერიასთან გაიმართება.
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ განთავსებული კარვები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია მორეცხეს. პარლამენტის წინ კარვები მას შემდეგ გაშალეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.
წყარო: imedinews.ge