საქართველოს პარლამენტთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე სავარაუდოდ, დააკავა.
აქციის მონაწილეებმა ჩიტაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალება მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. გავრცელებული ცნობით, დაპირისპირებისას დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „ხალხის ძალის“ კანონის განხილვისას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა და ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების ნაწილი მანდატურებმა ძალის გამოყენებით გამოაძევეს, რის შემდეგაც კანონპროექტის განხილვა გაგრძელდა.
ამის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან აქცია დააანონსეს. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოსთან სწორედ ოპოზიციონერი ლიდერების დაანონსებული აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მდგარი ადამიანები აცხადებენ, რომ სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს „სირცხვილის კორიდორებს“ მოუწყობენ.
აქცის მონაწილეები პარალმენტის ორივე შესავლეთან იმყოფებიან და სკანდირებენ „რუსებო! მონებო!“.