ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc. მოლაპარაკებებს აწარმოებს ბიოტექნოლოგიურ კომპანია Seagen Inc.-ის შესყიდვაზე, წერს The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ გარიგება დაიდება. საჭირო იქნება რიგი საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის მკაცრი ანტიმონოპოლიური განხილვის შესაძლებლობა.
Seagen-ის საბაზრო ღირებულება ახლა დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია . გასულ წელს, Seagen-ს მოლაპარაკებები ჰქონდა Merck & Co. გარიგება 40 მილიარდ დოლარად შეფასდა, წერს WSJ. თუმცა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. Merck-თან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, Seagen-ის აღმასრულებელ დირექტორად, Novartis AG-ის ყოფილი ხელმძღვანელი, დევიდ ეპშტეინი დანიშნა.
Seagen-ის შეძენა Pfizer-ს საშუალებას მისცემს გააფართოვოს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის წამლების ხაზი. ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ Pfizer-ს აქვს მნიშვნელოვანი ოდენობის თავისუფალი სახსრები. გასულ წელს კომპანიამ Global Blood Therapeutics Inc. 5 მილიარდ დოლარად შეიძინა და Biohaven Pharmaceutical Holdings Co. 10 მილიარდ დოლარად.
Seagen-ის აქციები პარასკევს 0,5%-ით დაეცა, ხოლო Pfizer-მა 1,3%-ით დაკარგა. Pfizer-ის კაპიტალიზაცია 234 მილიარდ დოლარზე მეტია.