იურისტი ლევან ალაფიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს, „ხალხის ძალას“ და უმრავლესობის მიერ ე.წ. აგენტების კანონის გაწვევას ეხმაურება.
ალაფიშვილის თქმით, პირველი მოსმენით მიღებული კანონი არ და ვერ გაიწვევა განცხადებით.
პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მისი თქმით საჭიროა, ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი. სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო-პლენარულ კენჭისყრაზე და მის წინააღმდეგ მისცენ ხმა, ანუ ჩააგდონ.
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.
პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.
რა უნდა მოხდეს:
ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი.
რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.
აი, ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.
სხვა შემთხვევაში არჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ.
კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე“, - წერს ალაფიშვილი.