ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მელიას დაკავებით ჩანს, სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ევროკავშირის სპიკერმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პიტერ სტანომ განაცხადა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ და გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, რათა თავიდან აიცილონ უფრო მეტი დაძაბულობა. ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისა და ასევე კორონავისურის პანდემიის გამო შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად. ეს ასევე მნიშვნელოვანია რეფორმების იმპლემენტაციისთვის, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად არის საჭირო“, - განაცხადა პიტერ სტანომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.
imedinews.ge