Sony-მ მიმდინარე წლისთვის PlayStation 5-ის წარმოების პროგნოზი შეამცირა, რაც კომპონენტების ხელმისაწვდომობასა და ლოგისტიკურ შეზღუდვებს უკავშირდება.
ტოკიოში დაფუძნებული გასართობი გიგანტი წლის ბოლოსთვის 16 მილიონზე მეტი კონსოლის წარმოებას ისახავდა მიზნად. კომპანიამ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 მილიონით შეამცირა.
PS5, რომელიც ერთი წლის წინ გამოვიდა, ამ დრომდე დეფიციტურია. შეზღუდვა ძირითადად Sony-ს მიწოდების პრობლემებს უკავშირდება. ვაქცინების არათანაბარმა გავრცელებამ განვითარებად ქვეყნებში, სადაც Sony-ის მიმწოდებლებს საწარმოო ბაზები აქვთ, კომპანიისთვის ჩიპებსა და სხვა ნაწილებზე წვდომა არაპროგნოზირებადი გახადა.
Sony-ს მწარმოებელი პარტნიორები ელიან, რომ PlayStation 5 2022 წლამდე მცირე მიწოდებას შეინარჩუნებს. კომპანიის პარტნიორები აცხადებენ, რომ შემდეგი წლისთვის საკმარისი კონსოლების წარმოება რთული იქნება.
წყარო: Bloomberg, businessformula.ge