,,პოლიციის შესახებ” კანონში ცვლილებები იგეგმება

,,პოლიციის შესახებ” კანონში ცვლილებები იგეგმება

access_time2021-10-23 17:41:11

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური განცხადებას ავრცელებს.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც პერსონალურ მინაცემთა დაცვაზე საზედამხედველო ორგანო, აქტიურადაა ჩართული ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით 2021 წლის 8 სექტემბერს საქართველოს მთავრობას წარუდგინა მოსაზრებები, რაც ნაწილობრივ იქნა გაზიარებული. სამსახურის პოზიცია კანონპროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე 2021 წლის 8 ოქტომბერს ასევე წარედგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებს. სამსახური აქტიურად არის ჩართული კომიტეტების მუშაობაში, მის მიერ წარდგენილი მოსაზრებების განხილვის მიზნით.

მათივე ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენილ წერილობით მოსაზრებაში ნათქვამია, რომ პირისადმი იდენტიფიკაციის ღონისძიებების გამოყენების დოკუმენტირებიდან საგამონაკლისო შემთხვევების ფართოდ განსაზღვრა ზრდის პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების, პოლიციის მუშაკის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის რისკებს; ასევე, საფრთხეს უქმნის პოლიციის მუშაკის მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების შემთხვევების გამოვლენას და მონაცემთა სუბიექტისადმი გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებების შემდგომში გასაჩივრების უფლებას. ამასთან, აღნიშნული ცვლილება ართულებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვებისა და პერსონალურ მონაცემთა შესაძლო უკანონო დამუშავების ფაქტების გამოვლენის პროცესს.

„რაც შეეხება პირის იდენტიფიკაციის მიზნით საინფორმაციო ბაზებში პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმების საკითხთან დაკავშირებულ ცვლილებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული ლეგიტიმური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდგომ პოლიციის მუშაკი ვერ დაადგენს პირის ვინაობას ან/და ამგვარი დოკუმენტის წარდგენის მიუხედავად კვლავ იარსებებს პირის ვინაობაში ეჭვის შეტანის საფუძველი და ასეთ შემთხვევაში დამუშავდება მხოლოდ ამ მიზნის მისაღწევად საჭირო მონაცემები ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესების დაცვით.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში წარდგენილი მოსაზრება ასევე შეეხება პოლიციის სისტემაში დასასაქმებელი კანდიდატის/მოსამსახურის შემოწმებისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებს. სამსახური აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მეტად განჭვრეტადი და მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან განაგრძობს მუშაობას „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტის დახვეწისა და აღნიშნული ცვლილებების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ პრინციპებთან და ნორმებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით“, - აღნიშნავენ უწყებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up