POLITICO: ქართველები შიშობენ, რომ მათი მთავრობა EU-ს პერსპექტივას ანადგურებს

POLITICO: ქართველები შიშობენ, რომ მათი მთავრობა EU-ს პერსპექტივას ანადგურებს

access_time2022-07-11 18:00:39

გავლენიანი გამოცემა POLITICO საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ევროპული გზა და ის მიზეზები, რატომაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

 

სტატიის ავტორი ბოლო გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში უმრავლესობას სურს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ვერ აჩვენა თავისი ერთგულება ევროპული მისწრაფებების მიმართ.

 

გარდა ამისა, სტატიაში წერია, რომ 2012 წელს ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დაამარცხა, ამის შემდეგ კი პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნა იმ ბრალდებების გაორმაგებით, რომ ოპოზიცია საზოგადოების მტერია. ამან ქვეყანაში მწვავე პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიწვია.

 

სტატიის თანახმად, მოსაზრება, რომ საქართველოს რუსეთთან მშვიდობის დამყარება სურს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამყარდა, როცა საქართველომ უარი თქვა დასავლეთის სანქციებს შეერთებოდა.

 

სტატიაში საუბარი შეეხო დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ბრალდებებსაც.

 

მოგვიანებით, როცა საქართველოს უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, მთავრობამ თქვა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქვეყანა ომში არ იყო ჩართული. იმაზე მინიშნებასაც კი აკეთებდა, რომ დასავლეთს, ქართული ოპოზიციის დახმარებით, სურდა საქართველოს ომში ჩათრევა, - ვკითხულობთ სტატიაში.


შეურაცხყოფა და დაკავება - ესეც იმ ჩამონათვალშია, რასაც სტატიის ავტორი კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების მიზეზად ასახელებს.


 

შეურაცხყოფების კონტექსტში სტატიაში საუბარი იყო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის სხვა ოფიციალური პირების მიმართ, მათ შორის პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებზეც:

 

რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპარლამენტარები და ევროკავშირის სხვა ოფიციალური პირები საქართველოს აფრთხილებდნენ მისი დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, პოლიტიკურმა ლიდერებმა კი მათ ამაზე თავდასხმებით უპასუხეს.

 

ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევისას, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის ყოფილი პრემიერი, კარლ ბილდტი და მისი მეუღლე, ყოფილი ევროპარლამენტარი, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონობით თანხის ძარცვაში დაადანაშაულა, - ვკითხულობთ სტატიაში.

 

სტატიაში საუბარია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის შესახებ კობახიძის განცხადებებზეც, რომელსაც თავად კრამონი აფასებს:

 

რბილად რომ ვთქვათ არაგონივრულია პირადად დაესხა თავს მთავარ მოკავშირეებს, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს ბრიუსელში და სხვაგან. ეს მაფიქრებინებს ნამდვილად იზიარებს თუ არა საქართველოს მთავრობა თავისი ხალხის მისწრაფებებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, - განუცხადა კრამონმა POLITICO-ს.

 

საუბარი შეეხო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას:

 

ეჭვები, რომ საქართველო ძირს უთხრის საკუთარ წინადადებას, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელის, გვარამიას განაჩენის გამოტანის დროს გაძლიერდა. არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ქართული სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად მოქმედებს. გვარამიას განაჩენი ჯერ კიდევ მაშინ გამოიტანეს, როცა საქართველო ევროკომისიის გადაწყვეტილებას ელოდა, ეს გათვლილ ნაბიჯად იქნა აღქმული, - ნათქვამია სტატიაში.

 

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი პუნქტი დეოლიგარქიზაციაა, რომელიც როგორც ჩანს, საქართველოსთვის რთული მისაღწევია.

 

მმართველმა პარტიამ დადო პირობა, რომ მიიღებს კანონს, მაგრამ ეს გავლენას არ მოახდენს მის დამფუძნებელ ოლიგარქზე, ივანიშვილზე....როცა საქართველოსთვის რისკები ასე მაღალია, ივანიშვილისადმი ასეთი ერთგულება ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ალბათ, გაურკვევლობაში დარჩება. მმართველი პარტია უარს ამბობს აღიაროს ქართულ პოლიტიკაზე ივანიშვილის გავლენა, ამის ნაცვლად კი ამბობს, რომ ნამდვილი ოლიგარქი დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, - წერია სტატიაში.


mtavari.tv


თეგები:
POLITICO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up