გია ხუხაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ შეინარჩუნონ აბსოლუტური ძალაუფლება და სწორია, რომ შიში აქვთ, რადგან ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ

გია ხუხაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ცდილობენ შეინარჩუნონ აბსოლუტური ძალაუფლება და სწორია, რომ შიში აქვთ, რადგან ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ

access_time2021-10-19 13:10:12

„ქართული ოცნების“ კონსტრუქცია - ხელისუფლების ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი და ძალაუფლების უზურპაცია იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს, ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ - სწორია, რომ შიში აქვთ, ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ყველაფრის დამსხვრევა, - ასე შეაფასა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ მეორე ტურში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს რისკი, რომ მათმა ოპონენტმა ერთ მუნიციპალიტეტში მაინც რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს იქნება რევოლუციური შტაბი.

მანვე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარია ძალაუფლება და არა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება.

გია ხუხაშვილის განცხადებით, სახელმწიფოებრივად უმჯობესია მეტი პოლიტიკური ბალანსი იყოს, რადგან ეს დააზღვევს სახელმწიფოს კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და სხვა მანკიერებებისგან.

„ეს არის ღრმად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკურ ბალანსზე და ურთიერთკონტროლზეა ხელისუფლება აგებული, მაგრამ „ქართული ოცნების“ კონსტრუქცია - ხელისუფლების ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი და ძალაუფლების უზურპაცია ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე ბზარიც რომ გაჩნდეს ხუხულასავით შეიძლება ყველაფერი თავზე ჩამოენგრეთ. ეს იციან კარგად და ამიტომ ცდილობენ შეინარჩუნონ აბსოლუტური ძალაუფლება და სწორია, რომ შიში აქვთ, რომ ასეთი მანკიერი სისტემის პირობებში ნებისმიერმა ბზარმა შეიძლება გამოიწვიოს მთლიანად ყველაფრის დამსხვრევა. მათი მმართველობითი სისტემის კონსტრუქცია კონსტრუქციული ხარვეზია ისეთი, რომ ვერ იტანს სულ მცირე დათმობასაც კი. ძალიან სევდის მომგვრელია და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აბსოლუტური კონტროლის გარდა ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნა, მათთვის მთავარია ძალაუფლება და არა დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრება ქვეყანაში. სახელმწიფოებრივად ჯობია, რომ მეტი პოლიტიკური ბალანსი იყოს, რა თქმა უნდა, რადგან ჩნდება პოლიტიკური კონტროლის მექანიზმი და შესაბამისად, ეს აზღვევს სახელმწიფოს კორუფციისგან, ნეპოტიზმისგან და კიდევ სხვა მანკიერებებისგან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურ ძალაუფლებაზეა აგებული მათთვის, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული საფრთხე“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „იმედის“ განცხადებას, რომ ტელეკომპანია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და აღნიშნა, რომ ეს გამართლების მცდელობაა და რეალურად ისინი ხელისუფლებას ემსახურებიან.


„ხომ ვერ გვეტყვიან აქამდე რა რეჟიმში მუშაობდნენ? რეალურად მათი „ანტინაციონალური მოძრაობის“ სარედაქციო პოლიტიკის გამოცხადება ეს არის ფარსი და ფარისევლობა. ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ კიარ არიან, ვითომ ამის მიზეზები, რომ აქვთ 2007 წლის მოვლენები და იმ ჟურნალისტებისგან იქ ბუნდღა რომ აღარ არის დარჩენილი ვინც მაშინ რეალურად დაზარალდა, არამედ ეს არის უბრალოდ გამართლების მცდელობა. ეს არის წმინდა სახელისუფლებო პროპაგანდის უხარისხოდ ვითომ-ვითომ შეფუთვის მცდელობა, რომ ნაცებს ებრძვიან. „ნაცებს“ კიარ ებრძვიან, ხელისუფლებას ემსახურებიან, მეტი არაფერი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უნდა გამოირიცხოს რისკი, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მაინც მათმა ოპონენტმა რაიმე წარმატებას მიაღწიოს, რადგან ეს რევოლუციური შტაბი იქნება.

ამასთან, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და საინფორმაციო ეთერი, პოლტიკური თოქ-შოუები დაეთმობა ადამიანებს, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა მორალური ზიანი მიაყენა.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up