პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი და საქართველოს შანსები ახალ ალიანსში გასაწევრიანებლად

პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი და საქართველოს შანსები ახალ ალიანსში გასაწევრიანებლად

access_time2022-02-04 19:00:39

საქართველოს 3 თებერვალს დაუგეგმავი ვიზიტით პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა ესტუმრა, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა შეხვედრა. პოლონეთი ერთ-ერთია რომელიც უკრაინას ღიად უჭერს მხარს და სიტყვიერ თანადგომასთან ერთად იარაღითაც ამარაგებს, მეტიც ის ბრიტანეთთან და პოლონეთთან ერთად ახალი სამთა კავშირის დამფუძნებელი ხდება. ასეთ სიტუაციაში ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი შემთხვევითი არ უნდა იყოს. კომერსანტი დამატებითი ინფორმაციისთვის რონდელის ფონდის მკვლევარს ზურა ბატიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ფიქრობს, რომ ანჟეი დუდას ვიზიტი შესაძლოა იმის მოსინჯვის მცდელობა ყოფილიყო, თუ რამდენად არის მზად ქვეყანა სამთა კავშირში გასაწევრიანებლად.

 

ზურა ბატიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის დეტალები არ გასაჯაროებულა დიდი ალბათობით მთავარი განსახილველი თემა უკრაინა და მის გარშემო შექმნილი მძიმე სიტუაცია იქნებოდა. ამას გარდა საუბარი სამთა კავშირში საქართველოს შესაძლო დამატების პერსპექტივებზეც წარიმართებოდა.

 

საქართველოს ახალ ალიანსში გაწევრიანების შანსების მიმართ ზურა ბატიაშვილი პესიმისტურადაა განწყობილი, რასაც არაფორმალური მმართველობით ხსნის, მისი თქმით ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერც პრემიერი იღებს, ვერც პრეზიდენტი და ვერც პარლამენტის თავმჯდომარე.

 

პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა საინტერესო განცხადებები გააკეთა, მან ჯერ დაგმო რუსეთის ქმედებები და შესაძლო ინტერვენცია, შემდეგ ორაზროვნად ორივე მხრიდან დათმობის აუცილებლობაზეც მიანიშნა, კომერსანტის კითხვაზე თუ რა ან რატომ უნდა დათმოს უკრაინამ რონდელის ფონდის მკვლევარი გვპასუხობს რომ  - არაფერი!

 

რეგიონში სიტუაციის ოდნავი დასტაბილურების მიუხედავად, ომის საფრთხე ჯერ არ მოხსნილა აღნიშნულთან დაკავშირებით ბატიაშვილი განმარტავს, რომ კრიტიკული თებერვალი იქნება. რადგან გაზაფხულიდან თოვლი დნება, რის გამოც ტექნიკის ტალახში გადაადგილება რთულდება, ამ პერიოდში უკრაინა იარაღის არსენალს შეივსებს, გარდა ამისა ევროპაში გაზზე მოთხოვნაც შემცირდება, რასაც რუსეთი უკვე დიდი ხანია შანტაჟის იარაღად იყენებს.

 

უკრაინის საზრებთან მდგომარეობა განსაკუთრებით 2021 წლის დეკემბერში დაიძაბა. პუტინმა უკრაინას 100 000-იანი არმია თავისი მძიმე ტექნიკით უშუალოდ რუსეთის, ანექსირებული ყირიმისა და ბელარუსის მხრიდან მიაყენა. კრემლი ითხოვს, რომ ნატომ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე ოფიციალურად უარი განაცხადოს, მეტიც 1997 წლის საზღვრებს დაუბრუნდეს, რაც არამხოლოდ ბალტიის ქვეყნებიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან და პოლონეთიდან გასვლასაც ნიშნავს. ნატო ულტიმატუმს არ ღებულობს.

 

1994 წელს უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის სანაცვლოდ ბირთვული შეიარაღება დათმო. გარანტიას ერთდროულად სამი სახელმწიფო: რუსეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები იძლეოდა, 20 წლის შემდეგ სამიდან ერთი თავად აღმოჩნდა აგრესორი, ვალდებულება ვერც დანარჩენმა ორმა შეასრულა.


 

2014 წელს რუსეთმა ყირიმი თოფის გავარდნის გარეშე მიიერთეს. მართალია ნახევარკუნძულზე მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად რუსია, მაგრამ ყირიმი სულაც არ არის ძირძველი რუსული მიწა, როგორც მას კრემლის პროპაგანდისტები წარმოაჩენენ. ნახევარკუნძული, რომელზეც ყირიმის სახანო მდებარეობდა რუსეთმა 1783 წელს დაიპყრო.

 

ყირიმისგან განსხვავებით რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკში წინააღმდეგობას გადააწყდა. სისხლიან კონფლიქტს 13 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.

 

ყირიმის ფართობი 27 ათასი კვადრატული კილომეტრია, დონბასის ოლქის - 26.5 ათასი კვადრატული კილომეტრი, საიდანაც რუსეთი 8.9 ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს. ფართობით 26.7 ათას კვადრატულ კილომეტრიანი ლუგანსკის ოლქიდან კი რუსეთს 8.4 ათასი კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე ჯამში 44.3 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია აქვს მიტაცებული, რაც ცალკე აღებული დანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბელგიის ფართობებზე მეტია. გაწითლებული ტერიტორია ფართობით 2-ჯერ აღემატება ისრაელის და 4-ჯერ ყატარის ფართობს.

 

პოლონეთი უკრაინის მეზობელი და ტერიტორიით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა. ბოლო 2.5 საუკუნის ისტორიით პოლონეთი საქართველოს ჰგავს. რუსეთის მიერ ქვეყნის ანექსია, აჯანყება და მისი სისხლში ჩახშობა პოლონეთისთვისაც ნაცნობია. დამოუკიდებლობა პოლონეთმაც 1918 წელს გამოაცხადა, მომდევნო 1919 წელს კი მდინარე ვისლაზე წითელი არმიის შენაერთი გაანადგურა, ვარშავას ტყვედ 200 ათასი წითელარმიელი ჩაუვარდა. ფინეთის მსგავსად განახლებულ რუსეთის იმპერიაში მოსკოვმა ვერც პოლონეთი შეიყვანა.

 

მეორე მსოფლიო ომი 1939 წლის 1-ელ სექტემბერს პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო, 17 სექტემბერს მისი აღმოსავლეთის საზღვარი საბჭოთა არმიამაც გადალახა, მომდევნო წელს კი კატინის ტყეში 22 ათასზე მეტი სამხედრო, ძირითადად ოფიცრები დახვრიტა. ომის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად „განმანთავისუფლებელი“ წითელი არმია საოკუპაციო ჯარად იქცა.

 

პოლონეთი ნატოს წევრი 1999 წელს, ევროკავშირის წევრი კი 2004 წელს გახდა. 2008 წლის აგვისტოში, ომის დროს, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და საქართველოს ღია მხარდაჭერას უცხადებდა.

 

2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკში კაჩინსკის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თავად კაჩინსკი მეუღლესთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაიღუპა, ეჭვი რომ ტრაგედია სინამდვილეში მოსკოვის დაგეგმილი ტერაქტი იყო დღემდე არსებობს.

 

პოლონეთი ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან რომელიც უკრაინას ღიად უჭერს მხარს და მას იარაღითაც ამარაგებს. ქვეყანა რუსულ გაზზე უარს ამბობს და მას უფრო ძვირიანი, მაგრამ სტაბილური ამერიკული თხევადი გაზით ანაცვლებს, თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ზე მეტს ხარჯავს თანამედროვე ამერიკული შეიარაღების შესყიდვაზე იქნება ეს მეხუთე თაობის მრავალფუნქციური F35-ები თუ პეტრიოტის სისტემის საზენიტო-სარაკეტო მოწყობილობები თანხას არ იშურებს.

 

საფრანგეთისგან და განსაკუთრებით გერმანიისგან განსხვავებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ ყოველთვის პრინციპული პოზიცია ეკავა. მიმდინარე რთულ სიტუაციაშიც ლონდონი ღიად უჭერს მხარს კიევს.

 

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია საქართველომაც მიიღო, თუმცა არაერთი თხოვნის, მოთხოვნისა და პროტესტის მიუხედავად ტექსტში სიტყვა „რუსეთი“ არ ჩაიწერა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up