პოსტ ტვ-ის რეკლამის დამკვეთებში მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიაა - ფლანგვის დეტექტორი

პოსტ ტვ-ის რეკლამის დამკვეთებში მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიაა - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-03-07 11:30:44

ფლანგვის დეტექტორმა პროპაგანდისტული მედია „პოსტ ტვ“-ის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ანტიდასავლურ პროპაგანდისტულ ტელევიზიას 2019-2022 წლებში 12 მილიონ ლარამდე შემოსავალი აქვს მიღებული. მის რეკლამის დამკვეთებში მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო და მოსკოვში რეგისტრირებული კომპანია Optium Media Buying limited-ია.

 

ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ 2022 წლის 19 აგვისტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია პოსტვ-ი სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.

 

POSTV 2017 წელს დაფუძნდა. კომპანიას 5 დამფუძნებელი ჰყავდა, რომლებიც წილებს თანაბრად ინაწილებდნენ - ნუგზარ რუხაძე, ზაზა შათირიშვილი, ზვიად ბლიაძე, შალვა რამიშვილი და შპს „სვოტ პროდაქშენი“.

 

2022 წლის ოქტომბერში კომპანიის წილების 52% ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა და „ხალხის ძალას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეისყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 1%-ის ღირებულება 10,000 ლარს შეადგენდა, საერთო ჯამში კი 52% წილების შესასყიდად ვიქტორ ჯაფარიძემ 520,000 ლარი გადაიხადა.

 

არხს 3 მესაკუთრე ჰყავს: შალვა რამიშვილი (24%), თემურ ჭარელაშვილი (24%) და ვიქტორ ჯაფარიძე (52%). შესაბამისად, კომპანიაში ყველაზე მეტ წილს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ფლობს.

 


„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის შესყიდვა ხელს შეუწყობთ „სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ“ მიტანაში. POSTV-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, შალვა რამიშვილმა კი მოგვიანებით ტელევიზიის სახელით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ტელევიზიამ მიიღო გადაწყვეტილება, ღიად დაუჭიროს მხარი „ხალხის ძალას“: „არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა“, – აცხადებს შალვა რამიშვილი.

 



„მაუწყებლობამ პირველი შემოსავალი 2019 წლის, მე-4 კვარტალში მიიღო. ამ დროიდან  2022 წლის ბოლომდე არხს ჯამში 11,990,859 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

 

შემოსავლის უდიდესი ნაწილი რეკლამებიდან მიღებული თანხებია, თუმცა მაუწყებლობის მფლობელის შემოწირულებებიც ფიქსირდება. მაგალითად, მაუწყებლობის მფლობელებმა არხს 100,000 ლარი შესწირეს 2020 წელს, ხოლო 2021 წელს - 295,970 ლარი. რაც შეეხება რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს, პოსტვ-იმ რეკლამირებიდან 2019-2022 წლებში 9,712,400 ლარი მიიღო.

 

რეკლამირებიდან მიღებულ თანხებს წლიდან-წლამდე იზრდება. მაგალითად 2020 წელს რეკლამირების შედეგად პოსტვ-მ 1,403,707 ლარი მიიღო, 2021 წელს - 4,046,911ლარი, ხოლო 2022 წელს 4,261,782 ლარი.

 

კომპანიებს შორის, რომლებიც პოსტვ-ის რეკლამის განსათავსებლად მიმართავენ, არიან საჯარო დაწესებულებებიც, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

 

აღსანიშნავია, რომ პოსტვ-ის სარეკლამო მომსახურებას უწევენ როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კომპანიები. 2022 წელს, არხზე რეკლამები განათავსა კომპანია Optimum Media Buying Limited-მა. კომპანია Optium Media Buying limited რეგისტრირებულია მოსკოვში. აღნიშნულმა კომპანიამ 3-ჯერ გამოიყენა POSTV რეკლამირებისთვის, ხოლო რეკლამირებაზე დახარჯულმა თანხამ თითოეულ შემთხვევაში 7,000-დან 50,000-მდე ლარი შეადგინა. აღნიშნული კომპანია სარეკლამო მომსახურებაში თანხას ასევე სხვა სამაუწყებლო არხებსაც უხდის, მაგალითად ტელე-იმედს, GDS TV-ის, მედია ჰოლდინგს და მთავარი არხს“, - წერს ფლანგვის დეტექტორი.


თეგები:
პოსტ ტვ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up