პოსტ ტვ-ის თანამშრომელი და „ხალხის ძალის“ წევრი ნიკოლოზ ქობულაძე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსაც ხელმძღვანელობდა -  „ფლანგვის დეტექტორი“

პოსტ ტვ-ის თანამშრომელი და „ხალხის ძალის“ წევრი ნიკოლოზ ქობულაძე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსაც ხელმძღვანელობდა -  „ფლანგვის დეტექტორი“

access_time2022-12-23 11:30:49

პოსტ ტვ-ის თანამშრომელი და „ხალხის ძალის“ წევრი ნიკოლოზ ქობულაძე ცხოველთა მონიტორინგის სამსახურსაც ხელმძღვანელობდა და 4 წელში, ჯამში, მისმა ხელფასმა 246 000 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.


არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თავდაპირველად, ნიკოლოზ ქობულაძე თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში დირექტორის მრჩევლად 2018 წლის მარტში დაინიშნა. ერთი თვის მუშაობის შემდეგ, 2019 წლის მარტის ბოლოდან იგი სააგენტოს დირექტორის მოადგილე გახდა. 2020 წლის აგვისტოში ის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, რა თანამდებობასაც 2022 წლის 14 დეკემბრამდე იკავებდა.

 

„2018 წელს მისმა შემოსავალმა ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში 41,000 ლარი შეადგინა, 2019 წელს 51,200 ლარი, ხოლო 2020 წელს 47,700 ლარი.  საერთო ჯამში, ამ სამი წლის განმავლობაში მან ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 139,800 ლარი მიიღო.  2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით მისმა ხელფასმა დირექტორის რანგში 106,300 ლარი შეადგინა.



მისი, როგორც დირექტორის თავდაპირველი თვიური ხელფასი 4,500 ლარი იყო, შემდგომში 5,600 ლარი, ხოლო 2022 წლიდან მისი თვიური ხელფასი 6,160 ლარი გახდა, საიდანაც 4,829 ლარს ხელზე იღებდა.


2019 წლიდან ის პოსტ ტვ ანალიტიკისთვის იწერს ყოველკვირეულ ვიდეო ბლოგებს, რომელიც ავრცელებს სამთავრობო პროპაგანდას და ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს,  ამავე დროს აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2022 წლის ოქტომბერში ნიკა ქობულაძე, პოსტ ტვ-ის სხვა წამყვანებთან ერთად შეურთდა ე.წ „ხალხის ძალას““ - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის საშუალო წლიური ბიუჯეტი 4 მილიონი ლარია და ამ თანხის ნახევარი ხელფასებში იხარჯება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up