ირაკლი ღარიბაშვილი - „ჩვენ არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“

ირაკლი ღარიბაშვილი - „ჩვენ არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“

access_time2021-08-27 13:20:00

ჩვენ დღეს დილით ვიმყოფებოდით ჩვენი პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, სოფელ ხიბულაში მოვინახულეთ მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები გაატარა ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია, როგორც გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, რომელმაც შესწირა თავისი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას - იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს და ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.



მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული დაღუპვა ყველას ახსენებს ქვეყნისა და ხალხისადმი პასუხისმგებლობას.



„ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, არის ჩვენი ყველას ბრალი, ჩვენი ხალხის ბრალია, ჩვენი ბრალია, ჩემი და ყველასი, ვინც ვერ დავიცავით მაშინ პირველი პრეზიდენტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხვევა გვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეეფერებათ, ანუ არ მომხდარიყო ის სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღეები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ჩვენს ქვეყანაში, ომი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა და ჩვენი აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ პოლიტიკოსების და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ისინი ვერ დაელოდნენ მომდევნო არჩევნებს და მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა. ეს არის მწარე გამოცდილება და მწარე გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. დღესაც გვჭირდება ამ ტრაგედიის კარგად გააზრება, რადგან დღესაც ანალოგიურად, ჩვენ ვნახეთ სულ რაღაც 2-3 წლის წინ, ანალოგიური მცდელობაც იყო - ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა, იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ვიყავით 10 წლის წინ და რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ და არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ დავკარგეთ ეროვნული კაცი - ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და უამრავი სხვა ადამიანი შეეწირა ამ იდეას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად დაზარალდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაინგრა და მოიშალა ყველაფერი - ინფრასტრუქტურა, ფაბრიკა-ქარხნები, ყველაფერი გაჩერდა ქვეყანაში და ქვეყანამ მიიღო სრული განუკითხაობა, კრიმინალების თარეში და კრიმინალები მართავდნენ საქართველოს 90-იან წლებში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კრიმინალების ნაწილი დღესაც ისევ ძალადობს საზოგადოებაზე.



„მათი გამორჩეული სახეები, ვიცით ვის რიგებში არიან - ისევ რევანშისტული, რადიკალური პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის რიგებში. ის ადამიანები, რომლებიც ესროდნენ პარლამენტს ტყვიას, ჩვენს მომავალს ესროდნენ და ანგრევდნენ, დღესაც ძალადობენ და დღესაც სურთ ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება. რატომ? იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი მათ არჩევნების გზით აღარასოდეს მოუშვებს ხელისუფლებაში. ამიტომაც, ჩვენმა ძლიერმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ თქვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს როგორც გარე, ისე შიდა მტერს არ მივცეთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხების საშუალება. ჩვენ მივდივართ მტკიცედ, მივდივართ წინ და ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up