საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაწევრიანების თხოვნის მიმართვა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროპარლამენტის თავმჯდომარის სახელზეა შედგენილი.
ევროკავშირში დაჩქარებული წევრით გაწევრიანებაზე განაცხადი უკრაინამ 28 თებერვალს შეიტანა. 1-ელ მარტს ქართულ ოცნებაში აცხადებდნენ, რომ საქართველო განაცხადის გაკეთებას 2024 წლამდე არ გეგმავდა, თუმცა 2 მარტს გადაწყვეტილება თავადვე შეცვალეს.