პრემიერი - სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში

პრემიერი - სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში

access_time2022-11-15 18:00:00

აქვე მინდა აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია, ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, სწორედ აი ამ რეკომენდაციების, მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება - ეს არის დეპოლარიზაცია და ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ არ იქნება მათი მხრიდან ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლებამ კარი გაუხსნა ყველა აქტორს და კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ის ეკუთვნის ყველა მოქალაქეს.


„მას შემდეგ რაც ჩვენ თორმეტივე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი, ყველა ერთად, ამ თორმეტივე პრიორიტეტს. და იქვე ჩვენ გავხსენით კარი, გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებული არის ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით.
აქვე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი კუთვნილება, მთავრობის. კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი. შესაბამისად, ეს ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის. ამიტომ ჩვენ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა აქტორს, რომ აუცილებელი არის მათი ჩართულობა ამ პროცესში,“- აღნიშნა პრემიერმა.



ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ეკონომიკის განვითარებაში ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.


„სხვა მხრივ, ჩვენ გვექნება სერიოზული საუბარი ჩვენს საერთო პრიორიტეტებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული, გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ გამოყენებას. ჩვენი ქვეყანა მრავალი წელია ადასტურებს, რომ ვართ ჩვენ ერთგული პარტნიორი ევროპის და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ, ისეთი როგორიც არის მაგალითად, ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, დავიწყეთ მუშაობა - შავი ზღვის კაბელი, სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი ამ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ.


მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი ჩვენ აქტიურად გვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის.
ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობაა და რაც მთავარია ეს ურთიერთობები დამყარებული არის ჩვენს საერთო ფასეულობებზე და საერთო ინტერესებზე,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up