ვეწინააღმდეგები და მეტიც, მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას — ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, მისი თქმით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა მიუღებელია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, დააზარალებს, რომელიც ისედაც უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.
მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცელი ადამიანებისთვის - განაცხადა ზურაბიშვილმა.