"ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასდროს, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე გააკეთეა
მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს.
„ ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშუალობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფილობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას." აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდებტმა ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს მიჩვენული განსაკუთრებულ პატიმრად, რაც პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღბას მოითხოვს.
"ყველა ზომების მიღბას, რათა ჯანმრთლობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალეობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძმების ნიშნებისთანავე. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.