პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის საქართველოს ფანტასტიკური წარმომადგენელი, როგორც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვხედავთ. ის დაესწრო გასული წლის სამიტსაც, სადაც ყველა ქვეყანამ საკუთარ თავზე აიღო გარკვეული ვალდებულება. ეს სამიტი ამ ვალდებულებების გაგრძელებაა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტში სალომე ზურაბიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
კელი დეგნანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი სამიტზე საქართველოს წარდგენით შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს.
„ვფიქრობ, ეს ასახავს ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტის ვალდებულებას, რომელიც შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს საქართველოს წარდგენით, ასევე მთავრობის მხრიდან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს აქვს თავისი დემოკრატიის გაძლიერებისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.